logo
ENG



ჰარცელი: იმედია, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად

21 ივნ 202016:25
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა.

ჰარცელი მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას.

„მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას 8 მარტის შემდეგ მხარს უჭერდა. მივესალმები, რომ დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“, - წერს ელჩი „ტვიტერში“. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის მომხრე 136 დეპუტატი იყო, 5 კი - წინააღმდეგი.


close დახურვა