ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ზომა "ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი პირველი ნაბიჯია".
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.
კარლ ჰარცელი ECHR-ის გადაწყვეტილებაზე ამბობს:
"პირველია მოწოდება, ბატონმა სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, პარალელურად კი სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს.
ვფიქრობ, ეს დაბალანსებული მიდგომაა, რომელიც, იმედია, მიგვიყვანს მდგომარეობამდე, როცა ზოგ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით წინსვლა იქნება შესაძლებელი, მათ შორის, ყველაზე მწვავე საკითხთან - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ მის განსახორციელებლად". - თქვა ჰარცელმა.