logo
ENG



ჰარცელი არაოფიციალურ შეხვედრაზე: ეს არ იყო დიალოგი, თუმცა საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ

26 თებ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა არაოფიციალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით შეთანხმება არ მომხდარა, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემდეგი შესაძლო თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, რაც ჩემი აზრით, სასიკეთოა საქართველოსთვის და მოახლოებული არჩევნებისთვის. მოხარული ვარ, რომ მიწვეული ვიყავი სადილზე, სადაც არ იყო დიალოგი, მაგრამ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ყველა მონაწილეს განგვეხილა საკითხთა ფართო სპექტრი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ელიზაბეთ რაუდთან არაოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საუბარი პოლიტიკურ საკითხებს შეეხო, თუმცა, არავითარი შეთავაზებები და შეთანხმებები ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც ესწრებოდნენ. საღამოზე იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძეც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 


close დახურვა