ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მისთვის მთავარია თუ რა ვითარებაში ჩაივლის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
ჰარცელის იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნო გარემო პოზიტიური იქნება:
"ეჭვგარეშეა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი არჩევნები იქნება. ვფიქრობ, ამას დაეხმარება მარტის შეთანხმების მიღწეული ახალი კანონის შესრულება. ეს ახალ და პოზიტიურ ჩარჩოს ქმნის ამ არჩევნებისთვის. იმედი მაქვს, ყველა, მათ შორის ახალი მონაწილეები, ამ არჩევნების ნაწილი გახდებიან და პოზიტიურ გამოყენებას მოუძებნიან ამ შეთანხმებას.
ამრიგად, სამუშაო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც იწყება საარჩევნო კამპანია, ის პოზიტიურია. იმედი მაქვს, იქნება შესაძლებლობა ჩატარდეს პოზიტიური კამპანიები და ვფიქრობ, ისინი დაიმსახურებენ ქართველი ამომრჩევლის ყურადღებას. მომავალ კვირას დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ როგორ წარიმართება კამპანიები. ჩემთვის, როგორც საქართველოში საერთაშორისო წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია არა ის ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ ის, როგორ გაიმარჯვებენ", - აცხადებს ჰარცელი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მიაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.