logo
ENG



ჰეზბოლამ თელ-ავივისა და ჰაიფას მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებს რაკეტებით შეუტია

22 ოქტ 202413:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/22/ah0qrljhvsh9nn0.gif

ჰეზბოლამ ისრაელში, თელ-ავივისა და ჰაიფას მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებს რაკეტებით შეუტია.

ჰეზბოლას ცნობით, მათი შეტევა ისრაელის გუშინდელი თავდასხმის პასუხი იყო - მათ ბეირუთის სამხრეთი გარეუბნებანი დაბომბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო ცეცხლი ასევე ჩრდილოეთში, ჰაიფასთან მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზასაც გაუხსნეს. მსხვერპლის შესახებ ცნობები, ამ ეტაპზე, არ გავრცელებულა.

ამის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა. 

როგორც ცნობილია, ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში იორდანიასა და კატარშიც ჩავა. ვიზიტის მიზანი ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის გარდაცვალების შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისა და ანკლავის მომავლის საკითხის განხილვაა.

ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

სახელმწიფო მდივანი ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ასევე განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ჰეზბოლასთან კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა.

 

 


close დახურვა