ჰეზბოლას მეთაური ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ლიდერებს შეხვდა. ჰეზბოლას ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს, რა უნდა გააკეთოს მათმა ალიანსმა "წინააღმდეგობის რეალური გამარჯვების მისაღწევად".
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - ჰეზბოლას წარმომადგენელმა საიდ ჰასან ნასრალამ, ჰამასის ხელმძღვანელის მოადგილემ სალეჰ ალ-არურმა და ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელმა ზიად ალ-ნახალმა. როდის და სად გაიმართა შეხვედრა, უცნობია.
"შეფასდა საერთაშორისო პოზიციები და რა უნდა გააკეთონ წინააღმდეგობის ღერძის მხარეებმა, რათა ღაზასა და პალესტინის წინააღმდეგობა, რეალურ გამარჯვებას მიაღწიოს და სასტიკი აგრესია შეჩერდეს", - ნათქვამია ჰეზბოლას განცხადებაში.