logo
ENG



ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

20 მაი 202422:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/ix4qyt4xdo4rwvn.jpg

"ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ" - ამის შესახებ წერს ჰელსინკის კომისია X-ზე და კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს აზიარებს.

POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის. 

კანონპროექტის თანახმად ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი ხელისუფლება [ქართული ოცნება] მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას შეაჩერებს.

მანამდე, POLITICO-მა მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, თუ ვის შეიძლება დაუწესოს სანქციები აშშ-მა საქართველოში. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება. 

POLITICO წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, შესაძლოა სანქციები დაემუქროთ, კონკრეტულად კი აქტივები გაეყინოთ და მოგზაურობა აეკრძალოთ. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესს უნდა წარედგინოს. 


close დახურვა