ჰილარი კლინტონი ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებს. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სამარცხვინოს უწოდებს ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის ჩარევის შესახებ მომზადებული ანგარიში ამ დრომდე არ გამოაქვეყნა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, ბრიტანელები იმსახურებენ, რომ ეს დოკუმენტი არჩევნებამდე ნახონ. ანგარიში თემთა პალატამ მარტში მოამზადა. მასში საუბარია ბრიტანეთში რუსეთის აგენტურულ საქმიანობასა და არჩევნებში ჩარევის შესახებ. ანგარიში პრემიერის ადმინისტრაციას გაზაფხულზე გაუგზავნეს, თუმცა მისი გამოქვეყნება 12 დეკემბრის არჩევნებამდე არ იგეგმება.