logo
ENG



ჰილარი კლინტონი მხარს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს დაუჭერს

05 მარ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 
b4ln16jdes8do8o.jpg

ჰილარი კლინტონი მხარს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს დაუჭერს, თუმცა არ ადასტურებს რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამ საკითხზე ჟურნალისტებს ესაუბრა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, იქნება თუ არა ის ვიცე-პრეზიდენობის კანდიდატი, თუკი შიდა პარტიულ არჩევნებს დემოკრატებს შორის ჯო ბაიდენი მოიგებს.

ეგრეთ წოდებული სუპერ სამშაბათის შედეგებს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. პრაიმერიზში ჯო ბაიდენის გამარჯვებას მან „ დიდებული დაბრუნება" უწოდა. 14 შტატიდან, სადაც შიდპარტიული არჩევნები ჩატარდა, ჯო ბაიდენმა გამარჯვება 10 შტატში მოიპოვა.


close დახურვა