აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი ფიონა ჰილი ამბობს, რომ დასავლეთმა "ბევრი შეცდომა" დაუშვა საქართველოსთან მიმართებით, რადგან იყო შეფასებები, რომ 2008 წელს "ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა"
ჰილს გადაცემა UNLOCK-თან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში წამყვანმა ჰკითხა:
"იყო თუ არა რაიმე წერტილი პუტინის რეჟიმის განმავლობაში, როდესაც შეგვეძლო, თავიდან აგვეცილებინა მოვლენების ასე განვითარება, თუ გავიხსენებთ საქართველოს, ყირიმს?", - რაზეც მან უპასუხა:
"[2008 წელს] ვფიქრობ, ბევრი შეცდომა დავუშვით საქართველოსთან მიმართებით, რადგან იყო ბევრი შეფასება, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა და ის ყველას აღიზიანებდა. არსებობდა შეგრძნებაც, რომ ეს პერსონალური [დაპირისპირება] იყო, მიუხედავად იმისა, ცხადი იყო, რომ ეს ასე არ იყო. უფრო ფართო საკითხი იყო".
მანვე გაიხსენა ლიტვინენკოს საქმე და ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლა:
"გულრწფელად გითხრათ, დიდ ბრიტანეთს უფრო მკაცრი რეაქცია რომ ჰქონოდა ლიტვინენკოზე, რომელიც პოლონიუმით მოწამლეს, და არ გაეგრძელებინათ საქმე ისე, როგორც ჩვეულებრივ... ასევე პერსონალური წყენა მაქვს 2018-ში სკრიპალების საქმის მიმართ რეაგირების გამო, როდესაც ფრანგებმა და გერმანელებმა არ ისურვეს უშიშროების აგენტების გაძევება.
ამის შემდეგ, ის, რაც სოლსბერიში მოხდა, 4000 ადამიანის მოწამვლისთვის სამყოფი ნოვიჩოკი იყო იქ.
ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი ეპიზოდი იყო და ჩვენ არ გვიპასუხია მკაცრად ამისთვის".