logo
ENG



ჰიმნის ახალი ვერსია და გელა გნოლიძის ბენდი - რა იქნება ქართული ოცნების აქციაზე

27 ოქტ 202115:39
3 წუთის საკითხავი
 
ჰიმნის ახალი ვერსია და გელა გნოლიძის ბენდი - რა იქნება ქართული ოცნების აქციაზე

ქართული ოცნების აქციაზე, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება, შეკრებილები ჰიმნის ახალ ვერსიას მოისმენენ. 

მოქალაქეებს "გაამხნევებს" გელა გნოლიძის ბენდი, ასევე გუფილენდი და ზუკა ხუციშვილი. 

ამის შესახებ ბაკურ ბაკურაძემ თქვა, რომელიც ღონისძების ორგანიზატორია. 

"15:00 საათიდან ბენდები გაამხნევებენ საზოგადოებას, რომელიც დაიწყებს მოსვლას. გუფის ბენდი, გელა გნოლიძე, ზუკა ხუციშვილი პერიოდულად შეენაცვლებიან ერთმანეთს.

შემდეგ დაიწყება ღონისძიება, ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსია, რომელიც ეკუთვნის გიორგი დონაძეს.

ასევე შესრულდება ჩემი საქართველო აქ არის სრულიად ახალი ვერსია, რომელი ვერსიის ავტორიც ეკუთვნის ქეთი გაბისიანს. შეასრულებენ ჩვენი საუკეთესო მომღერლები. გამოვლენ ლიდერები, რომლებიც შეაჯამებენ საარჩევნო კამპანიის 4-თვიან შრომას". - უთხრა ბაკურაძემ რუსთავი 2-ს

ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 40-50 ლარს უხდის

ოცნების აქციის გამო წინასწარ გადაკეტეს თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები.


close დახურვა