ჰოლანდიაში ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი ქართველი აღმოჩნდა. ეინდჰოვენის პოლიციამ ის მაისში დააკავა. ეჭვმიტანილის ბინაში კი დიდი რაოდენობის თანხა 12 ნახევარი მილიონი ევრო იპოვეს.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი დიდი რაოდენობის თანხა ჰოლანდიაში ერთ სივრცეში აღმოაჩინეს. დაკავებული 35 წლისაა. პოლიციის განცხადებით, ფულს ის სახლში, საიდუმლო ადგილას ინახავადა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ნაპოვნი თანხა ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობიდანაა მიღებული. ეჭვმიტანილის ბინაში ასევე აღმოჩენილია ფულის სათვლელი მანქანა და იარაღი. მთლიანი თანხა 255 კილოგრამს იწონიდა და ის პოლიციელებმა სახლიდან ტომრებით გაიტანეს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ადგილი, სადაც თანხა იპოვეს მის კლიენტს არ ეკუთვნის.