ქუთაისში ჰოლანდიის მოქალაქის ძებნაში დილიდან საგანგებო სამაშველო სამსახურია ჩართული.
23 წლის სიმ ვიგერი მიმდინარე წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გაუჩინარდა. 4 დღის წინ ის მეგობართან ერთად , ერთ -ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისი კვალი სწორედ იქედან გამოსვლის შემდეგ ქრება. პოლიციას ტურისტს რამდენიმე დღეა ეძებს. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები.
არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი მდინარე რიონის ნაპირთანაც იმყოფებოდა, რის გამოც დღეს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. პარალელურად ძებნას აწარმოებენ ჰოლანდიიდან ჩამოსული გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა და მეგობარი გოგო.