logo
ENG



ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ფილმის ჩვენების ჩაშლა დღესაც დააანონსეს

09 ნოე 201910:31
3 წუთის საკითხავი
 
qaunly5dgo15q1r.jpg

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კინოთეატრებთან შეკრება და ფილმის ჩვენების ჩაშლა დღეისთვისაც დააანონსეს. გუშინ აქცია კინოთეატრ "ამირანთან" მეორე სეანსის დამთავრებისთანავე დასრულდა. მანამდე კი ნასვამ პირებსა და მღვდელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში 27 სამართალდამრღვევი დააკავა. საქმე აღძრულულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ ფაქტებზე. მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.


close დახურვა