დაპირისპირება ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოში - ჩხუბის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ოპოზიციის თოთხმეტ წევრს კი, სხდომათა დარბაზი უსაფრთხოების თანამშრომლებმა დაატოვებინეს.
არეულობა დაპირისპირებული პარტიების კამათს მოჰყვა. ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი წევრის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას აპროტესტებდა. ჩხუბი საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე მისულ დეპუტატებს სახელისუფლებო კანდიდატი თავმჯდომარის სავარძელში დახვდათ.
