ჰონგ-კონგში არეულობა გრძელდება. უნივერსიტეტი კვლავ პოლიციის ალყაშია, თუმცა მომიტინგეების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. კამპუსის შიდა ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტების რაოდენობა 200-დან 100-მდე შემცირდა. მათმა ნაწილმა გაქცევა ხიდზე ჩამოკიდებული თოკების მეშვეობით შეძლო. მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლმდენი გაზით დაშალა. ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლები რამდენიმე თვეა გრძელდება.
ჰონგ-კონგში უნივერსიტეტი კვლავ პოლიციის ალყაშია
19 ნოე 201909:05
3 წუთის საკითხავი