logo
ENG



ჰოჯესი: ელჩი დეგნანი მკაფიოდ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მნიშვნელობას დემოკრატიაში

23 დეკ 202016:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/23/4adqz1ren5z4cve.jpg

ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი გიორგი თარგამაძის ფორმულასთან აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუდან ამონარიდს ეხმაურება და ამბობს რომ ელჩს "ძლიერი" და "მკაფიო" განცხადებები ჰქონდა.

"ელჩი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციის, როგორც ლიბერალური დემოკრატიის არსებითი ელემენტის როლს და მის მნიშვნელობას, მოქალაქეების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების დაყენების საკითხში", - წერს ჰოჯესი Twitter-ის გვერდზე. 

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ეთანხმება არცერთ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას შეზღუდავს. ასე უპასუხა მან კითხვას ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტები მიღებამდე გადაიხედება.

ინტერვიუს სრულ ვერსიას ფორმულას  ეთერში 23 დემბერს 21:00 საათზე ნახავთ.


close დახურვა