logo
ENG



​ბლინკენი: დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი

25 აპრ 202211:30
3 წუთის საკითხავი
 
​ბლინკენი: დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ "სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი". 

"ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება, გაგრძელდება მანამ, სანამ არ დავინახავთ საბოლოო წარმატებას". - განაცხადა მან უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, სადაც აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს კიევში 24 აპრილს შეხვდნენ. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ეს ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტია უკრაინაში.

აშშ-მ განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ. ამასთან, აშშ უკრაინას $165 მილიონის ტყვია-წამალს მიაწვდის.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს "უპრეცედენტო დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა