logo
ENG



​მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების შეხვედრა მიმდინარეობს

05 მარ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
icd39wl1ir6g7fj.jpg

​მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების შეხვედრა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სირიაში მდგომარეობის დარეგულირების გზებს განიხილავენ. 

რუსეთის პრეზიდენტმა იდლიბში თურქი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მათი დისლოკაციის ადგილი არავინ, მათ შორის არც ასადის არმიამ იცოდა.

იერიში თურქ სამხედროებზე ასადის არმიამ თებერვალში მიიტანა. დაპირისპირებას 33 სამხედრო ემსხვერპლა. ბრძოლა სირიის ჩრდილოეთში ამ წუთებშიც გრძელდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იდლიბში მათ ასადის არმიის 184 სამხედრო მოკლეს და ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა