ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც არცერთი ოპოზიციური პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნის. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა დასასრულამდე მიიყვანა.
"ხელს ვაწერთ დეკლარაციას და ვიღებთ ვალდებულებას, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შეუქმნის სამთავრობო კოალიციას ბლოკს და თანამშრომლობის სხვა ფორმატს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პრაქტიკულად დასასრულამდე მიიყვანა ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.