სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ საფრთხეები არის და აუცილებელია ადეკვატური რეაგირება. მათ შორის საუბრობენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შეკრებაზე. ამის საჭიროებას ტრადიციუოლად ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. მაგალითად ირაკლი ზარქუა ამბობს რომ თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, ასე არ არის და ქვეყანა ისევე მიიღებს ტურისტებს როგორც აქამდე იღებდა. თალაკვაძე კი აქცენტს რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე აკეთებს. ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს იუსტიციის მინისტრსაც. ბრეგაძე კითხვის ფორმულირებას იწუნებს და მალავს ინფორმაციას რუსეთის რამდენი მოქალაქე ითხოვს უკვე ბინადრობის უფლებას.
„ოცნების“ რიტორიკა რუსულ საფრთხეებზე
22 სექ 202214:42
3 წუთის საკითხავი