logo
ENG



„შვებულებაში გასული“ ბათუმის მერი გადადგა

16 ივლ 202013:45
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მერმა ბრიფინგზე დაადასტურა.

„პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოგიხადოთ ბოლო კვირაში მიმდინარე მოვლენებისთვის. მე ავიღე გარკვეული ტაიმ-აუტი ბევრ საკითხზე დასაფიქრებლად. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ბათუმის მერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მიღებული ჩემს მიერ, ვფიქრობ, არის სწორი გადადგმული ნაბიჯი და ყველას ინტერესების გათვალისწინებით.

ყველაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქალაქის ინტერესებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ ოცნების გუნდს, ვისთან ერთადაც არა ერთი გამარჯვება მოვიპოვე.

ჩემი მხრიდან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის, მოქალაქეებისთვის და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა კომახიძემ.

კომახიძის თქმით, მას აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან კოლეგიალური ურთიერთობა აქვს და მათ შორის დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

კომახიძის თქმით, გადადგა ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც. ბათუმის ყოფილ მერს სამომავლო გეგმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

13 ივლისს „ფორმულას“ ბათუმის მერიაში განუცხადეს, რომ კომახიძე შვებულებაში იყო გასულიყო.

ბათუმის მერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა. მიზეზად თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირება სახელდებოდა. 

 


close დახურვა