საერთაშორისო გამჭვირვალობის იმფორმაციით „ქართული ოცნებისგან“ 2022 წელს ხელოვნურად გამოყოფილ და 2024 წლის მარტში პარტიად დარეგისტრირებულ „ხალხის ძალას“ 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა. შემწირველთა შორის მრავლადაა ისეთი პირი, ვინც მანამდე მმართველი პარტიის მსხვილი დონორი იყო, ზოგიერთი მათგანი კი დღემდე პარალელურად აფინანსებს ორივე პოლიტიკურ სუბიექტს.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, შემწირველთა ნაწილი პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას — მის ძმას, დეიდაშვილს, მათთან დაკავშირებულ ბიზნესპარტნიორებსა და ოჯახის ინტერესების წარმომადგენელ მსხვილ კომპანიებს. მხოლოდ ამ ჯგუფის წარმომადგენლებმა „ხალხის ძალას“ აღნიშნულ პერიოდში 381,000 ლარი შესწირეს. შემოწირულებების გამღებ პირებს შორის ფიქსირდებიან სახელმწიფო შესყიდვებიდან მილიონობით ლარის მიმღები კომპანიების ხელმძღვანელები, მსხვილი ექსპორტიორები, საჯარო უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა ნაწილისთვისაც ეს პოლიტიკური შენატანები პირველი შემთხვევაა.
წარმოდგენილი ფინანსური სქემები და კავშირები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალა“ ივანიშვილის ძალაუფლების ქსელის განუყოფელი ნაწილია.
