logo
ENG



სიმონიანი პოლონეთზე: ბრიტანეთის ან პოლონეთის პროვოკაციაა, ან უკრაინის შეცდომა

16 ნოე 202201:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/goiaecwg1d5d60r.jpg

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი თვლის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნა "პოლონეთის ან ბრიტანეთის პროვოკაცია, ან უკრაინული შეცდომაა".

"სანამ რამეში დაადანაშაულებს ქვეყანას, რომელსაც პოლონეთის ბირთვულ ფერფლად ქცევა შეუძლია, გაისარჯეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ. უფრო დიდი ალბათობით, თუ პოლონეთში რამე ჩამოვარდა, ეს უკრაინული С-300 ან რამე უპილოტო საფრენი აპარატი "რეისია". ალბათობა იმისა, რომ თანამედროვე რუსული რაკეტა კურსს ასე ასცდება, ისეთივეა, ქუჩაში ცოცხალ დინოზავრს რომ შეხვდე. არგუმენტების შეჯამებით, დიდი ალბათობით, ეს ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაციაა, ან ბრიტანული", - წერს გრიგორიანი.

ასევე, კრემლის პროპაგანდისტის თქმით, "თუ ეს არ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, კარგი სიახლე ისაა, რომ NATO იმდენად ცუდადაა დაცული, შესაძლოა ვერც კი გაიგოს, ვინ ან რატომ დაამარცხა".

"თუ ეს არ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მაშინ მხოლოდ ერთი კარგი ამბავია. ნატოს ქვეყანა იმდენად ცუდად არის დაცული, რომ შეიძლება შემთხვევით ვინმემ რაიმეთი დაარტყას და მთელმა ნატომ ვერც კი გაიგოს ვინ, რით და რატომ დაამარცხა. ყველაფრის მოლოდინში, რაც წინ გველის, ვიმედოვნებ, რომ მათ ეს აქვთ მთელ პერიმეტრზე" - წერს სიმონიანი.

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".


close დახურვა