logo
ENG


დუიკი: მთავარი ამოცანა ჰამასის განადგურებაა, არავის სურს ომი გაფართოვდეს
ჰიმროდ დუიკი
23 ოქტ, 2023 22:13
დუიკი: მთავარი ამოცანა ჰამასის განადგურებაა, არავის სურს ომი გაფართოვდეს
  • 497ნახვები

პირველ რიგში ჰამასი უნდა განადგურდეს. ეს არის სიკვდილის სექტა. ის იგივეა რაც ისლამური სახელმწიფო. ყველაფერს ებრძვიან, რაც არის ლიბერალური და დემოკრატიული. სძულთ ისრაელი. მოლაპარაკება არ უნდა გაიმართოს... ისრაელს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვაცალკევებთ ჰამასს და პალესტინელებს, ვისაც უნდა უკეთესი ცხოვრება. ჩვენ გამოვედით ღაზიდან წლების წინ. მათ ხელში იყო ყველაფერი დარჩენილი. ჰამასმა გადაწყვიტა რომ ღაზა ექცია ჯოჯოხეთად. მკვლელობები, მხეცობები რაც ჩაიდინეს - რატომ? ღაზაში ვინც ცხოვრობენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისინი იხდიან ფასს, ისრაელი იხდის ფასს. ისრაელს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ჯარი მსოფლიოში. ჩვენ ყველაფერს საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარემვუდგებით. ჰამასი კი შტაბებს საავადმყოფოებში ხსნის. ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს... მთავარი ამოცანა ჰამასის განადგურებაა. არავის სურს ომი გაფართოვდეს

განაცხადა ისრაელის დემოკრატიული მოძრაობის თანადამფუძნებელმა, ჰიმროდ დუიკმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა