ქალბატონი სალომე, მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში. როცა პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერს ან სურს, ან არ სურს, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში. როცა შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ ის ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.