logo
ENG


შვაბე: ნათელი იყო, რომ საქართველო მიემართებოდა ევროპისკენ - არ ვიცი, რატომ განუდგა ამ გზას
ფრანკ შვაბე
27 ივნ, 2024 12:48
შვაბე: ნათელი იყო, რომ საქართველო მიემართებოდა ევროპისკენ - არ ვიცი, რატომ განუდგა ამ გზას
  • 308ნახვები

1999 წლიდან გახლავთ საქართველო ორგანიზაციის [ევროპის საბჭო] წევრი და ყოველთვის ადვილი არ იყო სხვადასხვა საკითხების განხილვა, თუმცა ყოველთვის ნათელი იყო, რომ საქართველო მიემართებოდა ევროპისკენ და პატივს სცემდა ჩვენს ღირებულებებს. მე არ ვიცი, რატომ განუდგა ამ გზას საქართველო. საპარლამენტო ასამბლეა, ევროპული საბჭო ღირებულებების დამცველი გახლავთ და ამიტომ ვუგზავნით ჩვენ სიგნალს საქართველოს.

ჩვენ შეშფოთება გვაქვს ქვეყანასთან დაკავშირებით, თუ ბატონი ივანიშვილი საუბრობს გარე ზეგავლენაზე, ვის გულისხმობს? ჩვენ ალბათ, ხომ? ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ჩვენ გვგულისხმობს და ჩვენი ზეგავლენა არ მოსწონს...

ჩვენი ყველაზე დიდი შეშფოთება გახლავთ 26 ოქტომბრის არჩევნები, მე ვსაუბრობდი ორშაბათს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც სურთ იყვნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მაგრამ არ სცემენ პატივს ჩვენს ღირებულებებს. რომ გახდე დემოკრატიული ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ შენ შეიძლება წააგო არჩევნები... თუ ჩაერევი ცესკოს მუშაობაში არჩევნებამდე მოკლე ხნით ადრე და უარყოფ რეკომენდაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა, ეს ჩვენს შეშფოთებას ზრდის. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე ამომრჩევლებს კონტროლს აკარგვინებ. ჩვენ ვუჭერთ მხარს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა აკონტროლებდეს საარჩევნო ყურებს. მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, აკონტროლოს საარჩევნო ყუთებთან შექმნილი პროცესები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თანამომხსენებელმა ფრანკ შვაბემ.

[სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა