logo
ENG


ზურაბიშვილი: რუსეთი არ იცვლება, ის ისეთივე იმპერიალისტური ბუნებისაა, როგორიც ყოველთვის იყო
  • 336ნახვები

ორი დღის წინ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75%-ს ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების გამო სურს. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ის, რასაც ასეა მიჩვეული -  ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი მძევლად აიყვანეს. ამასთან, რუსეთი ახლა აპირებს აეროპორტის აღდგენას აფხაზეთში და ასევე იქ ახალი საზღვაო სამხედრო პორტის გაკეთებას თავისი გემებისთვის.

ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი დრო დასჭირდება, ალბათ იმდენი, რამდენი ხანიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ვდილობდით. თუმცა ახლა, ზუსტად ამ პროცესში ვართ და სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის წევრობა აღიქმება ხალხის მიერ, როგორც უსაფრთხოების გარანტია. რუსეთი არ იცვლება, ეს ჩვენი ცხოვრების რეალობაა, ის ისეთივე იმპერიალისტური ბუნებისაა, როგორიც ყოველთვის იყო. ეს არ შეიცვლება მანამ, სანამ რუსები არ აღიარებენ, რომ როგორც თავის საზღვრებს, ისე სხვა ნებისმიერი ქვეყნის საზღვრებს უნდა სცენ პატივი.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა