logo
ENG


ბაჩიაშვილი ივანიშვილზე: არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებზე! არა რუსულ კანონს!
  • 590ნახვები

მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს და ვდგავარ ქართველ ახალგაზრდობასთან! ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა. მან უღალატა ყველა იმ იდეალს და დაპირებას, რომლითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა! ის ძალადობს საჯარო მოხელეებზე თუმცა, მათი უმრავლესობა არ უჭერს მხარს ივანიშვილის რუსულ გზას სამწუხაროდ ყველას არ აქვს იმის ძალა რომ ეს ხმამაღლა გამოხატოს.

ძალადობს ბიზნესმენებზე! ორი დღის წინ მათ ერთდროულად მოუწიათ, ერთი და იგივე შინაარსის ტექსტის ვარიაციების გაავრცელება, თავისუფალი ადამიანები ასე არ იქცევიან! ძალადობს იმ მოსახლეობაზე, რომელიც იძულებით და მოსყიდვით ჩამოიყვანა რეგიონებიდან და ასმენინა ოკუპანტების ხელით დაკრული ტაშის ფონოგრამა! მას არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე! ამიტომაც ცდილობს მათ დარბევას და მარგინალიზაციას!

ეს ყველაფერი ისეთივე შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, როგორც დიქტატურა - დემოკრატიასთან!!! ამას ადასტურებენ იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთა ელჩებსაც 2011-2012 წლებში ივანიშვილი თავად პირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, დღეს ისინი მართლაც ვერ მალავენ გაოცებას ივანიშვილის "აშენებული დემოკრატიით".

90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორედ მათი პროგრამებით მოხდა ბევრი ჩვენი ახალგაზრდის განათლება და იმ ინსტიტუტების და რეფორმების შენება, რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს! მისი მმართველობა დეგრადაციის იმ საფეხურზეა, როდესაც ვერცერთი მისი “გუნდის” წევრი ვერ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას! ის ცდილობს რომ ყველა ძალით ჩასვას “ერთ ნავში” და კოლექტიური პასუხისმგებლობა აჰკიდოს, თითქოს ბიძინას რუსული გზა - მათი არჩევანიცაა! არა რუსულ კანონს! არა ოკუპანტების დაკრულ ტაშს!

წერს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა