logo
ENG


კობახიძე: 8 ნოემბერი რადიკალური ოპოზიციისთვის შავი დღე იყო, გეგმები წყალში ჩაეყარათ
  • 323ნახვები

იყო რევოლუციის მცდელობა პირდაპირ გასული წლის ივნისში, თუმცა ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში, დასრულდა წარუმატებლად. ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დადებითი რეკომენდაცია გასცა.

საბოლოო ჯამში, ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის, წყალში ჩაეყარათ მთელი ეს გეგმები, რომლებსაც ისინი უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსის საკითხს.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა