logo
ENG


ჰერჩინსკი: გვინდა, ვნახოთ პროგრესი, რათა საქართველომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
  • 616ნახვები

ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამასთან, დაასახელა 9 ნაბიჯი, აქედან რიგი საკითხები ნაცნობია, რადგან ისინი 12 პრიორიტეტში შედიოდა და მათზე მუშაობა მიმდინარეობს. ნაწილი ახალია, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მომავალი არჩევნების საკითხი. საარჩევნო პროცესი უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და გვინდა, ვნახოთ პროგრესი ყველა მათგანზე. გვინდა, ვიხილოთ, რომ ყველა ასრულებს საკუთარ როლს, რომ მთავრობა ინკლუზიური, ოპოზიცია კი კონსტრუქციულია, რათა პროგრესს მალე მივაღწიოთ და საქართველო გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, მათ დასრულებას და ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას.

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა