logo
ENG


პაპუაშვილი: რჩევა, კონსულტაცია - ასეთი ურთიერთობა არაფორმალური მმართველობა არ არის
  • 353ნახვები

ბიძინა ივანიშვილმა რაც საჭიროდ ჩათვალა, ის თქვა. მგონი, აქ დეტალიზება აღარ არის საჭირო ჩემი მხრიდან. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, რჩევა, კონსულტაცია - ასეთი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არაფორმალური მმართველობა არ არის. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიაში და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა? თავად ეს ფაქტი და ნაბიჯი უკვე აჩვენებს და სიცხადე შემოაქვს ამ საკითხში, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

დღეს ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".



ასევე ნახეთ
close დახურვა