დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა - ეროვნული სიმბოლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის საყოველთაოდ საამაყო, ძვირფასი და პატივსაცემია.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც საქართველოს დროშის ქვეშ ასახელა ჩვენი ქვეყანა, დაიცვა მისი სახელი და დიდება!
გილოცავთ ყველას! გაუმარჯოს საქართველოს!
წერს Facebook-ზე თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით.