logo
ENG


კალაძე: არ ვართ ის, ვისაც უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ
კახა კალაძე
22 იან, 2024 00:54
კალაძე: არ ვართ ის, ვისაც უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ
  • 799ნახვები

აქ არ არის მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე საუბარი და არ გამოვდივართ ვიწროპარტიული ინტერესებიდან, პარტიაზე მაღლა დგას ბევრი რაღაც, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზე ვსაუბრობთ.

მე მგონია, რომ მაინც იქნება შემოტევები, ზეწოლა. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები თუნდაც, როგორი ზეწოლა იყო - უბრალოდ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდნენ და ისიც კი იკადრეს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლები გააყალბეს და ამით უნდოდათ ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ, გადატრიალება მოეწყოთ.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის, ე.წ. მეგობრებისთვის მისაღები არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ.

ამბობს იმედთან თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა