logo
ENG


პაპუაშვილი: ლელოს ჩიხუახუას სინდრომი აქვს - ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას
  • 328ნახვები

ლელო ზოგადად საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა რაც არის მათი, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში მიიღეს მოსახლეობს 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი ჩიხუახუას სინდრომი - იცით, რომ ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, რომ თავის ზომაზე აქვს გადაჭარბებული წარმოდგენა და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე უფრო სხვა ზომის ცხოველებს და საბოლოო ჯამში, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის ლელო წარმოდგენილი.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 29 იანვარს ლელომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა სახელწოდებით "9 ნაბიჯი ევროპისკენ". პარტიაში აცხადებენ, რომ გეგმაში შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია.



ასევე ნახეთ
close დახურვა