logo
ENG


ჰერჩინსკი: EU მზადაა, იმუშაოს ახალ პრემიერთან იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს
  • 314ნახვები

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერმინისტრთან. შარშან, 14 დეკემბერს მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველი მჭიდრო და კონსტრუქციულ მუშაობას ახალ მთავრობასთან და ახალ პრემიერთან. პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ამიტომ საჭიროა დაველოდოთ და ვნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ახლად დანიშნულ პრემიერთან და მინისტრებთან იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე.

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პავე ჰერჩინსკიმ. დღეს ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანიდიდატად წარადგინეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა