logo
ENG


სარალიძე: დედ-მამა შვილს, მეზობელი მეზობელს გადაჰკიდეს - მეტი ომი რა გინდათ, ხალხო?
  • 312ნახვები

მე მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ ყველა გავერთიანდეთ, ყველა დავდგეთ აქ, ეს არ არის ომი - რომ იძახის ეს ხელისუფლება, ომი გინდათო? ამაზე მეტი ომი რაღა უნდა გვინდოდეს. მაინცდამაინც რუსი უნდა შემოვიდეს? აქ [პარლამენტში] გვყავს სულ ყველა, აქ არის მთელი რუსეთი. გვეომებიან იდეოლოგიურად, ენა წაგვართვეს, მამული, სარწმუნოება, ამათზე რაღა უნდა ვიფიქრო, ვინ არიან? განა მარტო თავიანთი თავები არ ადარდებთ, შვილებიც აღარ ადარდებთ, საერთოდ არავინ. ყველას მინდა მოვუწოდო, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ მონურ სახელმწიფოში.

ხელისუფლებამ არც ერთი ინსტიტუტი აღარ დატოვა თავისუფალი, ყველა ინსტიტუტი გაანადგურეს - სკოლები, ინსტიტუტები, პოლიცია, თავდაცვა, რაღა დარჩა ამათ ხელში? 12 წელიწადში რა გააკეთა ამ ხელისუფალმა ჩვენი დაპირისპირების მეტი. მეზობელი მეზობელს გადაჰკიდეს, დედ-მამა შვილებს გადაჰკიდეს, მეტი რაღა უნდა დააშავონ? მეტი ომი რა გინდათ, ხალხო?

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნებისმიერ ტელევიზიას, ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალი სიტყვის მატარებელ ადამიანებს, რომელიც გვერდში დაუდგა ჩემ ოჯახს და ჩემი ოჯახი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თავისუფალმა მედიამ დააბრუნა ჩვეულებრივ ცხოვრებას, არ გავნადგურებულიყავით ბოლომდე. ადამიანებო, ნუ გჯერათ, რომ ეს მარტო არასამთავრობოებისკენ და ტელევიზიებისკენ არის მიმართული - ეს მეხება მე, გვეხება თითოეულ ჩვენგანს, ეს არის ყველაზე გათვლილი, ჩვენ გვშველის და გვერდში გვიდგას არასამთავრობო ორგანიზაცია და თავისუფალი მედია - ეს ხალხი თუ განადგურდა, ჩვენ ავტომატურად გავნადგურდებით.

ამბობს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ფორმულასთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა