logo
ENG


კობახიძე: ამ ორი წლის მანძილზე ომი ჩვენც გადავიტანეთ - ომი რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ
  • 244ნახვები

24 თებერვალს ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს [...] დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი.

ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს, ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა