logo
ENG


ვაშაძე: აფხაზავაზე თავდასხმა არის ღირსეული პედაგოგების დაშინების მცდელობა ოცნების მხრიდან
  • 291ნახვები

კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე ლადო აფხაზავაზე თავდასხმით, რომელიც აქტიური მოქალაქე და გამორჩეული მასწავლებელია. ეს თავდასხმა დაემთხვა ლადოს გააქტიურებას და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას. ლადოზე თავდასხმა არის ადამიანებისა და ჩვენი ღირსეული პედაგოგების დაშინების მორიგი მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან.

ძალადობას საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპასთან. კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს არჩევანია ევროკავშირი და მსგავსი ქმედებებით ქართველ ხალხს, ქუჩაში გამოსულ საამაყო ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე  მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა