logo
ENG


ეროვნული ნაკრების პირველი მორაგბე: ამდენი ხალხის ნაომარს ნუ წაშლით - საქართველო ევროპაა
ზაალ ლეჟავა
17 აპრ, 2024 12:24
ეროვნული ნაკრების პირველი მორაგბე: ამდენი ხალხის ნაომარს ნუ წაშლით - საქართველო ევროპაა
  • 495ნახვები

გამარჯობა ყველას. მე ზაალ ზაზა ლეჟავა ვარ და მინდა გვერდში დავუდგე ყველას, ვინც რუსთაველზე დგას. რატომ ჩავთვალე საჭიროდ ეს მეთქვა - ჩვენ, რაგბისტებს, ყოველთვის ჩვენი სიტყვა გვეთქმოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში და სულ ავანგარდში ვიყავით ეროვნული გათავისუთლების ბრძოლაში და მერე ეროვნული სპორტის ჩამოყალიბებაში და არ მინდა ჭკუის სწავლების მაგვარი გამომივიდეს, მაგრამ აშკარად ჩანს, ეს "ოცნება" რა და ვინ არიან და ნუ დაუდგებით გვერდით მაგათ.

ჩემი პირადი თხოვნაა, რაგბს არ ეკადრება ეგ. იფიქრეთ მაგაზე. ამხელა ფორიაქი და ძალადობა ერთი კანონის გამო ატეხეს. საშიში და გარყვნილი ფულით და ძალაუფლების ჯინით ხალხია, რათ უნდა ამას ეხლა გამადიდებელი შუშა და გაეცალეთ ამ "ოცნებას", ამდენი ხალხის ნაშრომს, ნაწვალებს და ნაომარს ნუ წაშლით, ნუ იკადრებთ. საქართველო ევროპაა.

წერს ეროვნული ნაკრების პირველი მორაგბე ზაალ ლეჟავა რუსულ კანონზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა