logo
ENG


სააკაშვილი ახალგაზრდებს: შვილთაშვილებს მოუყვებით, რომ თქვენ გადაარჩინეთ სახელმწიფოებრიობა
  • 266ნახვები

მინდა, მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას - მათ, ვინც ბრძოლის დროშა დაიტაცა. თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები. ჩემი შვილიც დგას აქციაზე... მეც ვიგებოდი, რა თქმა უნდა, მასთან ერთად და აუცილებლად დადგება ეს დროც.

მინდა ვთქვა, რომ თქვენც გეყოლებათ თქვენი შვილები, მათ ეყოლებათ შვილები და იმათ კიდევ შვილები. მინდა გითხრათ, რომ თქვენ, თქვენს შვილთაშვილებს მოუყვებით სიამაყით, რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა, გადაარჩინეთ საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველო არის თავისუფალი და წარმატებული სწორედ იმის გამო, რომ თქვენ არ იყავით გულგრილები...

მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ძალიან მაგრები ხართ. ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ და ბოდიში, თუ დაგაკელით რაღაც. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენიდან, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა, რამაც 90-იან წლებში ბოლო მოუღო საქართველოს - უშუქობა, უწყლობა და უბრალოდ შიმშილი...

ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის უბრალოდ ის, რომ გვერდით დაგიდგეთ, ხიდად გაგეგოთ, მაგრამ თქვენ ყველაფერს უკეთესად ხედავთ. ჩემზე უკეთესად არტიკულირებთ და ჩემგან არაფერი ზედმეტი რჩევა და დარიგება არავის სჭირდება.

ამას წინათ, "ფეხბურთელები რომ წარმატებულები არიან, ჩვენი დამსახურებაა, წინა მთავრობის დროს უფრო ნაკლებად წარმატებულები იყვნენო". წინა მთავრობის დროს ეს ფეხბურთელები იყვნენ ბავშვები. ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ, არაკორუმპირებულ გარემოში. იმ ბავშვებისგან დადგნენ ეს ფეხბურთელები და ასე გაგრძელდება უწყვეტად, როგორც კი ესენი მოშორდებიან და აუცილებლად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესიდან ახალგაზრდებს მიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა