logo
ENG


ლაიენი: საქართველო გზაგასაყარზეა, ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს
  • 266ნახვები

დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.

საქართველოს მოქალაქეები ავლენენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისადმი.

საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ამ მკაფიო მესიჯს.

ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონზე.

ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნის ევროპული მომავალი.

ამ მისწრაფებების აღიარებით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დასახული იყო მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს სწრაფ ზომებს, რომლებიც მათ, რომლის განხორციელების აუცილებლობაც მან როგორც კანდიდატმა ქვეყანამ აიღო.

საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.

აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა