თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, გვსურს, რომ იყოს მშვიდობიანი და გვსურს, რომ პოლიციის ქმედებები იყოს მშვიდობიანი. გვსურს, რომ არ იყოს დაშინება დემონსტრანტების ან სხვების, არც აქციაზე, არც მათ სახლებთან და არც მათი საკუთრების წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა ბოლო დღეებში. ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იპოვონ და პასუხისგებაში მისცენ.
განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო'ბრაიენმა ბრიფინგზე.