logo
ENG


იონათამიშვილი: გულწრფელად გეუბნებით, პრემიერის განცხადებაზე ემოციურად საკმაოდ ავღელდი
  • 232ნახვები

მინდა გულწრფელად გითხრათ, ემოციურად მეც საკმაოდ ავღელდი, როდესაც ეს წავიკითხე. შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ, მართლაც გამაოგნებელია, რა ძალები და როგორ ებრძვიან ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს. რას ერჩის ეს ძალა საქართველოს? - მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აქ არ გაიხსნა მეორე ფრონტი და იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის არავის მორჩილი ხელისუფლება, გარდა ქართველი ხალხისა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს ვატარებთ და ვიცავთ. ამის გულისთვის ეს ადამიანები ხან სანქციებით ცდილობენ ჩვენს დაშანტაჟებას და უკვე სიცოცხლის მოსპობაზე გადავიდნენ. თუ ვერ შეიგნეს, რომ ვერც სანქციებით და სიცოცხლის მოსპობით ვერ აიძულებენ ვერავის, რომ საქართველოსვე საზიანო გადაწყვეტილიყოს მივიღოთ, მით უარესი მათთვის.

განაცხადა ქარტლი ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან თქვა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა