logo
ENG


კარდინი: ვფიქრობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით, ვეძებთ კონსტრუქციულ გზას ამის გასაკეთებლად
ბენ კარდინი
25 მაი, 2024 12:30
კარდინი: ვფიქრობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით, ვეძებთ კონსტრუქციულ გზას ამის გასაკეთებლად
  • 352ნახვები

არა, ასე არაა. ჩვენ არ ვცდილობთ ქვეყნებს ვუთხრათ, რა უნდა გააკეთონ. ყველა ქვეყანამ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დემოკრატიებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ესაა ის პირობები, რაც საქართველომ დადო, ამერიკამ დადო. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვართ გაწევრიანებული, რომლებიც მხარს უჭერენ ხალხის ნებას, მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები. ჩენ არცერთ ქვეყანას არ მოვუწოდებთ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ჩვენ კომენტარს გავაკეთებთ თუ ვიფიქრებთ, რომ ისინი იმ მიმართულებით მიდიან, რაც იმ ღირებულებების საწინააღმდეგოა, რისიც ჩვენ ყველას გვჯერა.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით, ვეძებთ კონსტრუქციულ გზას ამის გასაკეთებლად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა განსაკუთრებულად რთულ პერიოდებში. ჩვენ საქართველოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესსა და დემოკრატიაში ინვესტიცია ჩავდეთ.

ამბობს სენატორი ბენ კარდინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა