logo
ENG


ჩხიკვაძე: საქართველო ან იბრძოლებს ევროპისთვის, ან გახდება რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი
  • 738ნახვები

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა რუსული სტილის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების თვალსაზრისით. [...] ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე. საქართველო გააგრძელებს თავის ბრძოლას, რომ გახდეს ევროპის ნაწილი, ან გახდეს რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი. ქართველი ხალხის არჩევანი ნათელია - ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა, თავისუფლება, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და NATO-ში.

საქართველოს ქუჩებში მიმდინარეობს პროტესტი და ძალიან კარგია, რომ აქ ისმის ქართველი ხალხის ხმა. საქართველოს მოსახლეობის საპირისპიროდ, ხელისუფლება კედელს აშენებს მოსახლეობასა და დასავლეთს შორის. კანონი სრულად ჩაახშობს კრიტიკულ ხმას და გაანადგურებს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ჩვენი მეგობრების და პარტნიორების გულუხვი მხარდაჭერით შეიქმნენ. ეს ემუქრება დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას.

თქვა ღია საზოგადოების ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ აშშ-ის კონგრესში, სადაც საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა