logo
ENG


ბერაია აშშ-ის სანქციებზე: ეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრები უცნაურად იქცევიან ბოლო პერიოდში
დაჩი ბერაია
07 ივნ, 2024 11:55
ბერაია აშშ-ის სანქციებზე: ეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრები უცნაურად იქცევიან ბოლო პერიოდში
  • 311ნახვები

გამჭვირვალობის კანონის გამო, ამერიკამ გაუმჭვირვალედ დაასანქცირა ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები ანუ რასთან გვაქვს საქმე ? ამ ადამიანებს გამჭვირვალობის არა მარტო საქართველოში, თურმე ამერიკაშიც ეშინიათ. რას ნიშნავს სახელს და გვარებს არ დავასახელებთ? მათაც არ შევატყობინებთ. ერთი შემთხვევა იყო მოსამართლეებზე, როდესაც მიზეზი არ თქვეს, თქვენ თვითონ დაადგინეთო და სახელი და გვარი თქვეს, ახლა რაღაც აბსურდული მიზეზი მოიგონეს და სახელები და გვარები არ დაასახელეს. ჩემთვის ეს ფენომენი ამოუხსნელია. არ ვიცი... ეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრები რაღაც უცნაურად იქცევიან ბოლო პერიოდში...

მე ვამბობდი, რომ ჩვენ სანქციების არ გვეშინია, დღესაც იმავეს გავიმეორებ, რომ არანაირი სანქციის ჩვენ არ გვეშინია და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ვურჩევდი, 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში ერთხელ მაინც შეესწავლათ ქართული ისტორია და ენახათ როგორი პატრიოტიზმით მოიტანა ქართველმა ერმა დღევანდელ დღემდე ქართული სახელმწიფო.

 

განაცხადა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

***

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციები დაუწესა.



ასევე ნახეთ
close დახურვა