logo
ENG


კალაძე წვრთნების გადადებაზე: ცხადია, ცუდია - საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი
კახა კალაძე
08 ივლ, 2024 13:57
კალაძე წვრთნების გადადებაზე: ცხადია, ცუდია - საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი
  • 333ნახვები

ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება, აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები იქნება შეცვლილი.

ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. [...]

საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ვაშინგტონის მიერ სამხედრო წვრთნების გადადებას ეხმაურება.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების "ღირსეულის პარტნიორის" გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა