logo
ENG


კაკაჩია: NATO-ს კომუნიკეში აღარაა საუბარი ინტეგრაციაზე, საკითხი ფაქტობრივად ჩამოხსნილია
  • 253ნახვები

როდესაც NATO-ს სამიტის კომუნიკეში აღარ არის უკვე საუბარი NATO-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ეს საკითხი, ფაქტობრივად, ჩამოხსნილია განსხვავებით უკრაინის თემისგან. თუ აქამდე ჩვენ ამ დოკუმენტში ვფიქსირდებოდით დუეტად, ეს უკვე დიდი ხანია აღარ არის ასე და ახლა საერთოდ არ არის საუბარი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაზე.

თქვა პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში კორნელი კაკაჩიამ. 

ვაშინგტონში გამართული NATO-ს სამიტი დასრულდა, რის შემდეგაც დეკლარაცია გამოქვეყნდა. საქართველო დეკლარაციაში, წინა წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და წერია, რომ "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან", რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული". 



ასევე ნახეთ
close დახურვა