logo
ENG


კალაძე: არანაირი საბაბი არაა იმისა, რომ ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს
კახა კალაძე
28 ივლ, 2024 14:59
კალაძე: არანაირი საბაბი არაა იმისა, რომ ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს
  • 345ნახვები

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად. რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც გითხარით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. აშშ-ის ხელმძღვანელობამ არაერთხელ თქვა, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს - მიზეზი მმართვალი პარტიის მიერ წარმოებული პოლიტიკაა. ვითარება რუსული კანონის მიღების შემდეგ გამწვავდა - ქართული ოცნება დასაბლეთმაც ბევრჯერ გააკრიტიკა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა